„რონდელის“ ფონდის მკვლევრის, აღმოსავლეთმცოდნე, ზურაბ ბატიაშვილის შეფასებით, რუსეთიდან მასობრივად შემოსული მოქალაქეების რაოდენობა, საქართველოსთვის რისკებისა და საფრთხეების შემცველია.
მისი თქმით, რუსული კომპანიების საქმიანობის შედეგად, რომელიც ქვეყანაში რეგისტრირდება, ძალიან თავისუფლად შეიძლება საქართველომ დასავლეთის მეორადი სანქციები მიიღოს.
„რა თქმა უნდა, ეს საფრთხის შემცველი ფაქტია და სამწუხარო რეალობაა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც დაკავებული უნდა იყოს ამ და მსგავსი საფრთხეების პრევენციასა და გამოვლინებაზე, გადასულია იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებს მოუსმინოს.
ვხედავთ იმასაც, რომ საქართველოში არაერთი რუსული კომპანია იხსნება იმ მიზნით, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენონ.
„რუსეთის გარშემო რკინის ფარდა ეშვება“ – რა ხდება უკრაინაში ომიდან ნახევარი წლის შემდეგ
უკანასკნელი 1 თვის ცნობებით, ახლა სტრატეგიული უპირატესობა უკრაინელების ხელთაა და ამ ფაქტს თავად უკრაინული ჯარის რამდენიმე ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა ადასტურებს.
ეს, რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია, რადგან ამ რუსული კომპანიების საქმიანობის შედეგად, ძალიან თავისუფლად საქართველომ შეიძლება მეორადი სანქციები მიიღოს, ეს კი საფრთხეა ქართული ეკონომიკისთვის, რადგან ყველაფერი შეიძლება ერთ დღეს თავზე ჩამოგვექცეს, რაც აქამდე ეკონომიკური თვალსაზრისით, მიღწევად მიიჩნეოდა.“ – განუცხადა „ფორტუნას“ ზურაბ ბატიაშვილმა.
2018-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეობა 13 575 პირს მიენიჭა, საიდანაც 72% რუსეთის მოქალაქეა