LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრიუს კუბილიუსი: უკრაინა და მოლდოვა 2029 წელს შესაძლოა, ევროკავშირში გაწევრიანდნენ – სად იქნება საქართველო ამ დროს?

87
ანდრიუს-კუბილიუსი

„უკრაინა და მოლდოვა 2029 წელს შესაძლოა, ევროკავშირში გაწევრიანდნენ – სად იქნება საქართველო ამ დროს?“, – ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა გააკეთა.

მისივე თქმით, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს, დეოლიგარქიზაციის მსგავსი პრობლემები აქვთ. როგორც კუბილიუსი განმარტავს, „მოლდოვას ჰქონდა პრობლემა პლაჰოტნიუკი​თან, უკრაინას იანუკოვიჩთან, საქართველოს კი ივანიშვილის გავლენასთან აქვს პრობლემა“.

„თქვენ გაქვთ ერთი პრობლემა, რომელზეც უნდა ვილაპარაკოთ, ესაა რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია საქართველოში, რაც მკაფიოდ თქვეს ევროკომისიამაც და ევროპულმა საბჭომაც. რა თქმა უნდა, ყველამ იცის რა გავლენა აქვს ბიძინა ივანიშვილს. ახალი არაფერია, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მსგავსი პრობლემები აქვს. მოლდოვას ჰქონდა პრობლემა პლაჰოტნიუკი​თან, უკრაინას იანუკოვიჩთან, საქართველოს კი ივანიშვილის გავლენასთან აქვს. ეს არის ის რაც უნდა გადაწყვიტოთ. შემდეგი ათწლეული იქნება მნიშვნელოვანი. გერმანია მზადაა გაუძღვეს გაფართოების პროცესს. მომავალ წელს დაიწყება რეალური მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან წევრობაზე. ჩემი აზრით, ეს მოლაპარაკებები 3-4 წელს გაგრძელდება და 2029 წელს, შესაძლოა, გაწევრიანდნენ კიდეც. სწორედ აქ ისმის კითხვა, სად იქნება საქართველო ამ დროს?“, – აცხადებს კუბილიუსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g