LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლედი გაგა და ტეილორ კინი ერთმანეთს დაშორდნენ

160

ხუთწლიანი რომანის შემდეგ, ლედი გაგა და ტეილორ კინი ერთმანეთს დაშორდნენ. ამ დროისთვის უცნობია, ვინ გახდა ურთიერთობის დასრულების ინიციატორი.

ბოლო დროს, ისინი სულ უფრო იშვიათად ჩნდებოდნენ საზოგადოებრივ ადგილებში ერთად, გასულ კვირას კი ლედი გაგა მალიბუში ნიშნობის ბეჭდის გარეშე დააფიქსირეს. იმავე დღეს – 15 ივლისს – ტეილორ კინიმ იუბილე საყვარელი ქალის გარეშე აღნიშნა.

ლედი გაგას და ტეილორ კინის რომანი 2011 წელს დაიწყო. 2015 წლის 14 თებერვალს, ვალენტინობის დღეს კი კინიმ რჩეულს ხელი სთხოვა. წყვილი დაქორწინებას 2016 წლის მეორე ნახევარში, იტალიაში გეგმავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები