კომპანია Microsoft-ის ინჟინერებმა „ჭკვიანი“ საკეტი შექმნეს, რომელსაც სახის ამოცნობა შეუძლია. ადამიანი შეხედავს კამერას, რომლის შემდეგაც სისტემა მისი ნაკვთების სკანირებას მოახდენს და გაარკვევს, არსებობს თუ არა ბაზაში მსგავსი მონაცემები. დადებითი პასუხის შემთხვევაში კარი გაიღება, ხოლო თუ საკეტს თქვენი სახე არ „ეცნო“, შენობაში შესვლას ვერ შეძლებთ.
ამ დროისთვის „ჭკვიანი“ საკეტი მასობრივ გაყიდვაში ჯერ არ ჩაშვებულა, მისი შექმნისთვის თანხების მოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
https://www.youtube.com/watch?v=NNLwphK5MN4