ბოდბეში ქმარმა ცოლი დაჭრა. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა თავში აქვს მიყენებული და მძიმე მდგომარეობის გამო წნორის კლინიკიდან კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, ინგოროყვას სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე კი სამართალდამცველები მუშაობენ.
პოლიციამ ცხელ კვალზე დაჭრილის ქმარი დააკავა.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.