კომპანია Huawei-მ ჩინეთში ახალი სმარტფონი Maimang 5 წარმოადგინა. საზღვრებს გარეთ მას Huawei G9 ერქმევა.
სიახლე აღჭურვილია მეტალის კორპუსით, რომლის უკანა პანელზეც თითის ანაბეჭდის სკანერია. სმარტფონს 5,5 დიუიმიანი ეკრანი, 16 მეგაპიქსელიანი ძირითადი და 8 მეგაპიქსელიანი წინა კამერები აქვს და Android 6.0 Marshmallow-ის სისტემაზე მუშაობს.
სიახლეს ორი სიმ-ბარათის მხარდაჭერა აქვს და მისი საშუალო ფასი 380 დოლარი იქნება.
