LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბალიში, რომელიც კარგად გამოძინებაში დაგეხმარებათ

72

KickStarter-ზე „ჭკვიანი“ ბალიშის – ZEEQ შექმნაზე თანხების მოძიება მიმდინარეობს. სიახლის შემქმნელების თქმით, ის ძილის „აქტიური მონაწილეა“. ZEEQ აღჭურვილია შიდა აკუსტიკური სისტემით Bluetooth-ის ინტერფეისით, მისი საშუალებით შესაძლებელია სასურველი მუსიკის ან ხმის ჩართვა, რაც დაძინებაში დაგეხმარებათ. თუ ძილის დროს ხვრინავთ და თავი სწორედ ამ ბალიშზე გიდევთ, ის მსუბუქი ვიბრაციებით გაღვიძებთ და სხეულის მდგომარეობის შეცვლისკენ გიბიძგებთ.

3_004

ZEEQ თავსებადია როგორც iOS-თან, ისე Android-თან. ის მაღვიძარას ფუნქციასაც ასრულებს და როგორც თქვენი ორგანიზმისთვის იქნება უკეთესი, სწორედ იმ დროს გაგაღვიძებთ.

ამ დროისთვის უცნობია, როდის გამოვა ჭკვიანი ბალიში გაყიდვაში.

4_004

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები