ბიძინა ივანიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, ქეთევან ხარაიძე, ირაკლი რუხაძე, გიორგი კაპანაძე, უჩა მამაცაშვილი, ტატე მამაცაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, დავით ხიდაშელი, სულხან პაპაშვილი, ლევან ვასაძე, ოთარ ფარცხალაძე, ალექსეი პოლტავჩენკო, დმიტრი კორჟევი, დმიტრი ტროიცკი – ეს იმ სიის ჩამონათვალია, ვის სანქცირებასაც უკრაინული მხარე მოითხოვს.
უკრაინის მიერ დაკომპლექტებული საერთაშორისო ექსპერტების „სანქციების ეფექტურობის ჯგუფმა“ 15-კაციანი სია შეადგინა, მათ შორის, 12 ქართველია.
როგორც უკრაინელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, სანქციების მოთხოვნის მიზეზი ოკუპანტი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის მხარდაჭერას უკავშირდება.
სანქციების სამუშაო ჯგუფში შედიან ჯონ ჰერბსტი – აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, ასევე დევიდ კრამერი, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.