კამერები, რომლებსაც წყალქვეშა გადაღების ფუნქცია აქვთ, როგორც წესი სხვა ფუნქციებს არიან მოკლებულნი. თუმცა ახალი Octospot ამ მხრივ გამონაკლისია. სიახლე 200 მეტრ სიღრმეში ყოფნას უმკლავდება ისე, რომ სპეციალურ შალითას არ საჭიროებს.
4K ხარისხის მხარდაჭერა კი გადაღების დროს დაივერებისთვის ნამდვილ მიგნებას წარმოადგენს.
დევაისს 12 მეგაპიქსელიანი კამერა და OLED-ეკრანი აქვს, ხოლო აქტიური მოხმარების დროს ის 2 საათიან ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს.
ამ დროისთვის სიახლე მასობრივ წარმოებაში არ ჩაშვებულა, მისი წინასწარი შეკვეთა Kickstarter-ზე მიმდინარეობს. Octospot -ის ფასი 349 დოლარია.
