„დღის პოსტის“ ეთერში მარკუს მეტრეველმა ისაუბრა, როგორ გაიცნო თავისი მეუღლე, დალი ხაბულიანი:
„2018 წელს 14 სექტემბერს ქალბატონ ნანა ცინცაძეს ჰქონდა დაბადების დღე, რომელიც აღნიშნა ქალთა კოლონიაში. მე რამდენიმე სიმღერა უნდა მემღერა. ნანას თან ახლდა მისი მეგობარი, დალი ხაბულიანი. იქ გავიცანი და მოხდა ჩვენი დამეგობრება, შემდეგ დაწყვილება. ყოველთვის მჯეროდა ერთი ნახვით შეყვარების. მე მიყვარდება ჯერ ენერგია, გარემოცვა, შინაგანი მდგომარეობა და არა ხორცი, ხორცის მოწონებაზე მერე გადავდივარ… დავინახე თუ არა, სუფთა ენერგიით დავინტერესდი, ძალიან კეთილშობილი ადამიანია, უსაყვარლესი, გულწრფელი,ე ს იყო ჩემთვის მესიჯი, რომ მასთან ურთიერთობა დამეწყო…“