„ხალხი ჰგონიათ მეწველი ძროხა, რომელიც არჩევნების დროს ახსენდებათ. მერე გაშრა ეს ძროხა თუ მოკვდა, არავინ კითხულობს“, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა გურიიდან, ირმა გორდელაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ხალხი ალთასაა, პოლიტიკოსები ბალთას, ხიდი აბსოლუტურად ჩატეხილია, მათ ხალხი ჰგონიათ მეწველი ძროხა, რომელიც არჩევნების დროს ახსენდებათ, მერე გაშრა ეს ძროხა თუ მოკვდა არავინ კითხულობს და რეგიონი აბსოლუტურად არავის ახსენდება. დაკეტილია პოზიციისა და ოპოზიციის ოფისები.
არჩევნების წინ გააღებენ და გაანიავებენ ოფისებს, გადმოფენენ ენას და გადმოფენენ დროშას. ესაა, ქვეყანა ცხოვრობს არჩევნებიდან არჩევნებამდე. და როდესაც ხალხი გამოფხიზლდება იმაზე მეტად, ვიდრე ახლა, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ისაა უზენაესი. და როდესაც შენი დაქირავებული ხელისუფლება და პოლიტიკოსები ვერ ასრულებენ შენ ნებას და ქვეყანა მიჰყავთ როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაში უფსკრულში, უნდა მოიშორო და აიძულო და გამოასწორო და თუ არ გამოსწორდება, უნდა მოიშორო.
ყველა უნდა მიხვდეს, რომ უზენაესი არის მოქალაქე.“. – განაცხადა ირმა გორდელაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.