ჟურნალმა Time ლეონარდო დიკაპრიოს უჩვეულო ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოები 1995 წლით თარიღდება და მათზე ვარსკვლავი ბანანთან ერთად და ლეოპრადის ტყავის ფონზე პოზირებს, ასევე ბრუს ლის მოძრაობების გამეორებას და იესო ქრისტეს მიბაძვას ცდილობს.
ფოტოების ავტორი ამერიკელი ფოტოგრაფი დევიდ ლაშაპელია, რომელიც აცხადებს, რომ ვარსკვლავი ამ კადრების გამო დღემდე ბრაზობს.







