„ინსტაგრამის“ აქტიური მომხმარებლების რაოდენობამ 500 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას კომპანიის პრეს-სამსახური ავრცელებს.
ცნობილი ხდება ასევე, რომ ყოველდღიურად აქტიური მომხმარებლების რიცხვი დაახლოებით 300 მილიონია. აშშ-ში სერვისით 100 მილიონი ადამიანი სარგებლობს, მეორე ადგილზე ბრაზილიაა 35 მილიონით, შემდეგ ადგილებზე დიდი ბრიტანეთი და იაპონია გადანაწილდნენ.
აღსანიშნავია, რომ 2012 წელს, სანამ „ინსტაგრამს“ „ფეისბუქი“ შეიძენდა, მისი მომხმარებლების რიცხვი 30 მილიონი იყო, ბოლო ორ წელიწადში კი მათი ოდენობა გაორმაგდა.
დადგინდა ისიც, რომ საშუალოდ სოციალურ ქსელში ადამიანი დღეში 21 წუთს ატარებს.