ჩინურმა კომპანიამ Vivo თავის ოფიციალურ საიტზე სმარტფონ Vivo X7-ის გამოსვლა დააანონსა, რომლის პრეზენტაციაც 30 ივნისს შედგება.
არსებული ინფორმაციით, სიახლე განსაკუთრებით სელფის მოყვარულებს მოეწონებათ, რადგან მისი წინა კამერა 16 მეგაპიქსელს შეადგენს, რაც ხარისხიანი სელფების გადაღებას უზრუნველყოფს. რაც შეეხება ძირითად კამერას, ის 21 მეგაპიქსელიანი იქნება.
სმარტფონს რვაბირთვიანი პროცესორი, 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული და 64 გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხისერება ექნება. ფასის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.