ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე მორიგ პოსტს აქვეყნებს.
პეტრიაშვილი იმ პოზიტიური სიახლეების შესახებ იუწყება, რაც რუსეთ-უკრაინის ომის გარშემო მიმდინარეობს.
“აბა დილა მშვიდობისა ჩემო #ბუკადეილი დამოკიდებულებო.
დიაღსთ, ისევ ძალიან მაგარი ამბები მაქვს დილიდან! ჩვენები გავიდნენ ხარკოვის ჩრდილოეთით უკრაინა-რუსეთის საზღვარზე და იღებენ, ფაქტობრივად, უბრძოლველად კონტროლის ქვეშ მთელ პერიმეტრს!
ძალიან საინტერესო ამბები გველოდება დონეცკის და ლუჰანსკის მიმართულებებზე! ლიმანიდან და ლისიჩანსკიდან ძალების “გაფაჯგუფების” გადაწყვეტილება ურდოს ოფიციალურად მიღებული აქვს! ჯერ კიდევ მიდის ორივეგან სერიოზული ბრძოლები, მაგრამ სულ მალე ვნახავთ ლიმანშიც, სევეროდონეცკში და ლისიჩანსკშიც აღმართულ უკრაინულ დროშას! რა რეფერენდუმი ვოვა, რა რეფერენდუმიი შე მართლა პუილო
დიდებულად მუშაობს გაუმარსი! შიგ ბელგოროდში დაადუღეს გუშღამ შეიარაღების საწყობი!
ასევე მშვენიერალურად გიზგიზებდა გუშინ ხერსონში ერთ-ერთი ქარხნის ტერიტორიაზე დიიიდი საწყობი!
საერთოდ ძალიან ლამასად მიდის შეტევა ხერსონის მიმართულებით! დღეების ამბავია და ხერსონში კუპრის ქვაბში მოექცევა ურდოს 20 ათასიანი კონტიგენტი!
გენშტაბი: უკრაინელებმა, ერთ დღეში, ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს
ჩვენების ავიაცია მუშაობს ჩიტოსნურ დიდებულად (ნათია ფანჯიკიძის ტერმინით ვისარგებლებ ?) ანუ მხიარულ გიჟურად. იცით რატომ? იმიტომ სორე მითოლოგიური რუსული ს-300! ესაა ბიჯო პევეო? ამას ტენიდი ნახევარ მსოფლიოს ამდენი ხანი? კაი ანტირადარული რაკეტები და ფაფუ ჰსთ ???
არადა გუშინ თვითონ ორი ფიფრი სუ-25 და სუ-34 და კიდო ერთი ვერტმფრენი კა-50 აფრინდა და…. ვერ დაფრინდა! კიდო ჩვენებმა დაამიწენ 2 უპილოტო საფრენი აპარატი და ხიეს ამ საფრენი აპარატების შიგ საკონტროლო პუნქტში! აბა იფრიონონ ეხლა თვალების და ყურების გარეშე?
აი ჩვენების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ სამაგიეროდ გუშინ მაგრა იმუშავა! 100 მილიონი დოლარის ურდოსული რაკეტები – კოლიბრის და ხ-50 ტიპის ჩამოყარა ცაში 11-დან 9!
სამწუხაროდ 2 დაეცა კრიტიკულ ინფრასტრუქტურასე და 4 საათის განმავლობაში დენი არ ჰქონდა დნეპროს, ხარკოვს, სუმის ოლქს და…. ბელგოროდსაც კი!
პუტლერი არის ტერორისტი! სამოქალაქო კრიტიკიული ინფრასტრუქტურის დაბომბვა კიდევ ერთი ტერორისტული აქტია და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის მტკიცებულება!
პრეზიდენტ ზელენსკის ჰქონდა ამის შემდეგ საოცარი მიმართვა, თქვენი გაზიც, თქვენი ნავთიც, ყველაფერი თქვენთვის დაიტოვეთ, ყინვის შიმშილის პირობებშიც და ყველა განვითარებაში ჩვენ გვირჩევნია თქვენს გარეშე არსებობა და არავითარ ერთიან ლაპარაკზე საუბარი არ იქნებაო!
ზელენსკი რუსებს: გაზის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე, სინათლის გარეშე თუ თქვენს გარეშე? თქვენ გარეშე, საჭმლის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშეპუილოს ჯაგლაგმა ლავრუშამ უმატა ზუზუნს მოლაპარაკებებზე! კი, მოვა მაგის დრო, როცა ურდოს კაპიტულაციაზე დაიწყება მოლაპარაკებები უკრაინის პირობებით!
თუ არა და აგერ მე და აგერ ალემანია!
ეს იგი რომ სწორად ვთარგმნო, თავხედი ჰარიფი ტანკზე ვარესიაო, ურდოს ტიპმა გაეროში ნებენზიამ მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა. არ გაინტერესებთ რაზე? ურდოს აურაცხელი ტექნიკის უკან დაბრუნებაზე! აჰაჰაჰჰააა! კარგა ხანი არ მჯეროდა! ანეგდოტია მართლა ოღონდ! არალეგიტიმური ჩამორთმევა მოხდაო კაცოუუ!
სამაგიეროდ სრული სერიოზულობით, დადასტურებულად, ურდოს თავდაცვამ მიმართა წერილობით ფინანსთა სამინისტროს, 50 ათასი მოკლულის ოჯახებისთვის კომპენსაცია გამოყავით და კიდევ თვეში საშუალოდ 8 ათასი ტვირთი 200-ის კომპენსაციები დაარეზერვეთო! დაგაჯდათ სიკვდილის ბუზი!
რატომღაც!!! ყველა საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტი და პოლიტოლოგი პროგნოზირებს, რომ პუილო/პუტლერი ამ წაგებას ცოცხალი ვერ გადაურჩება! აი მაგას კი ნაღდად არც იქანა მიიღებენ და არც აქანა დატიებენ ნებისმიერ შემთხვევაში!
უკრაინა იმარჯვებს – საქართველო იმარჯვებს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!” – წერს ბუკა პეტრიაშვილი.
ზელენსკი – ჩემი პრინციპი ასეთია: არ დაველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს