სტუდია Warner Bros. -მა ფილმის „ტარზანი. ლეგენდა“ საფინალო ტრეილერი წარმოადგინა, რომელშიც მთავარ როლებს ალექსანდრ სკარსგრადი და მარგო რობი ასრულებენ.
ფილმის სიუჟეტი ტარზანის გარშემო ვითარდება, რომელიც ლონდონში ცხოვრობს და ქალაქის ცხოვრებას ეგუება, თუმცა თავისი წარსულის დავიწყება მას არ შეუძლია. ჯეინის როლს ფილმში მარგო რობი შეასრულებს, მათ გარდა კი ფილმში კრისტოფ ვალცს და სემიუელ ელ ჯექსონს შევხვდებით.
“ტარზანი. ლეგენდა” დიდ ეკრანებზე 1 ივლისს გამოვა.