Facebook-ის შემქმნელები ანდროიდის ბაზაზე SMS-ისა და მესენჯერის ინტეგრაციაზე უკვე თვეებია მუშაობენ. ამჟამად კი ცნობილი ხდება, რომ ამ ორი ფუნქციის ასამუშავებლად მსურველს მხოლოდ მისი აქტივაცია დასჭირდება.
ამისთვის საჭირო იქნება შეხვიდეთ SMS განყოფილებაში, აირჩიოთ პუნქტი Default SMS app. ამის შემდეგ ყველა ტექსტურ შეტყობინებას Facebook Messenger-ის აპლიკაციის საშუალებით მიიღებთ. აღსანიშნავია, რომ SMS-ებში არ იქნება შეზღუდული ტექსტის რაოდენობა და სურათები, ასევე სტიკერები და გეოგრაფიული კოორდინატების გადაცემა, როგორც ეს ჩვეულებრივ მესენჯერშია.
Facebook ხაზს უსვამს, რომ SMS-ები არ შეინახება მათ სერვერებზე. განახლებული Facebook Messenger-ის ჩამოტვირთვა Google Play-დან უფასოდ არის შესაძლებელი.