LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფერი, რომელიც მოწევასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ

46

ავსტრალიურმა სააგენტომ 16-დან 84 წლამდე ასაკის 1000-მდე მწეველი გამოკითხა და გაარკვია, რომელი ფერი იწვევს მათში ყველაზე უარყოფით რეაქციას. გაირკვა, რომ ეს არის Pantone 448C, რომელიც ჭუჭყთან და ნეგატიურ ემოციებთან ასოცირდება. ამიტომ, ავსტრალიურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ სწორედ ეს ფერი გახდება დომინანტი სიგარეტის კოლოფების შესაფუთად.

მაისში ასეთივე კანონი დიდ ბრიტანეთში მიიღეს და Pantone 448C-ის ფერში სიგარეტის კოლოფების 60% გამოუშვეს, ხოლო შრიფტად მხოლოდ სტანდარტული, მცირე ზომის ტექსტები გამოიყენეს.

ჯერ კიდევ 2008 წელს დადგინდა, რომ პატარა ზომის წარწერები და ტექსტები მომხმარებლებისთვის ნაკლებად მიმზიდველია, ვიდრე შეფუთვაზე ბრენდის დიდი ზომის სახელწოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები