კომპანია Philips-მა გადაწყვიტა სიახლე შეიტანოს ისეთ აუცილებელ ნივთში, როგორც კბილის ჯაგრისია. საუბარია ჭკვიან მოწყობილობაზე, რომელიც სპეციალური მრიცხველების საშუალებით თქვენი პირის ღრუს მდგომარეობას აკონტროლებს, ქმნის სამგანზომილებიან რუკას, რაც კბილების მოვლას აუმჯობესებს.
სიახლეს Sonicare FlexCare Platinum Connected ჰქვია და ის არამარტო თვალ-ყუურს ადევენებს პირის მდგომარეობას, არამედ იმახსოვრებს კბილის გახეხვის ტექნიკას.
მონაცემები სპეციალური მობილური აპლიკაციის საშუალებით თქვენს სმარტფონში გადაინაცვლებს, რომლის შედეგადაც შედგება 3D-რუკა, სადაც მომხმარებელს მისი კბილების შესახებ ინფორმაცია და რჩევები მიუვა.
ამ დროისთვის უცნობია, როდის გამოვა ჯაგრისი გაყიდვაში და რა ეღირება იგი.

