რიტა ორამ ლეიბლთან Roc Nation კონტრაქტი გააუქმა. ამის შესახებ მომღერლის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მან უკვე გააფორმა ახალი კონტრაქტი Warner Music-თან.
შეგახსენებთ, რომ მომღერალსა და ლეიბლს შორის დიდი ხანი არსებობდა დავა. რიტა ორას მტკიცებით, ის არ უთმობდა საკმარის დროს და ყურადღებას მისი სიმღერების პოპულარიზაციას, Roc Nation-ის წარმომადგენელთა მტკიცებით კი, ორა ხშირად არღვევდა კონტრაქტის პირობებს.