LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტორესა მოსი: „სკოლაში ვიარე 11 წელი, აქედან არც ერთხელ არ გამხარებია სწავლის დაწყება…“

213
ტორესა მოსი

მწერალი ტორესა მოსი სასწავლო წლის დაწყებას ეხმიანება და წერს, რატომ არ უყვარდა სკოლაში სიარული არასდროს:

„სკოლაში ვიარე 11 წელი, აქედან არც ერთხელ არ გამხარებია სწავლის დაწყება. ნუ ერთხელ მე-11-ში გამიხარდა, რომ ეს ბოლოჯერ იწყებოდა. ჰოდა, იმ ჭკვიან ბავშვებს მივმართავ, რომლებიც ხვდებიან, რომ საბჭოთა სკოლა სასწავლო დაწესებულება კი არა, კოლონიაა, რომელიც არარსებული დანაშაულისთვის მიუსაჯეს: ნუ გეშინიათ, ყოველი წელი მაგ ჯოჯოხეთის დასრულებასთან გაახლოებთ და ამას გულწრფელად გილოცავთ. მთავარია არაფერი დაიჯეროთ, რასაც მანდ გასწავლიან და გახსოვდეთ, რომ ისეთი არაფერი დაგიშავებიათ, მანდ რომ გატარებენ. არ დაგავიწყდეთ, რომ სკოლის ერთადერთი მიზანია თქვენში თქვენი ნამდვილი პიროვნების მოკვლა, ეცადეთ, რომ მათ ამ მიზანს ვერ მიაღწიონ. ყველა თქვენი ოცნება ნამდვილია. თუ გეუბნებიან რომ ზარმაცი ხართ, არ დაუჯეროთ; თუ გეუბნებიან, რომ ოცნებები შეწყვიტოთ და მიწაზე დაეშვათ, არ დაუჯეროთ; თუ გეუბნებიან, რომ თქვენგან არაფერი გამოვა, არ დაუჯეროთ“.

“ხალხო არ შეიძლება პიტბულის უყურადღებოდ ყოლა.. რენე რომ უფრო სუსტი ყოფილიყო და ხალხი არ დაგვხმარებოდა ყველაფერი უარესად დასრულდებოდა” – რაზე წერს ტორესა მოსი

ტორესა მოსი: „ყოველმა ქართველმა იცის, რომ „ვეფხისტყაოსანი“ გვაქვს დაწერილი და ჩვენი ადგილი ტალახში რუსული ჩექმის ქვეშ კი არა, კაცობრიობის ყველაზე ცივილიზებულ ოჯახშია…“

ტორესა მოსი: „ეს არის ყველაზე სახიფათო რამ, რაც შეიძლება გადახდეთ… არც კი გაახსენდათ, რომ სანამ თვითონ წითელ ხალიჩებზე დაიკვანწებიან, ადამიანები სიცოცხლეს სწირავენ თავისუფლების იდეას…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g