LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო, ვიდეო: დიდი ქართული ზეიმი ნასაში! ცოცხლად შევასრულეთ ჩაკრულო! ეს იყო უდიდესი პატივი და დაუვიწყარი დღე – რამაზ ბლუაშვილი

398
რამაზ ბლუაშვილი

მეცნიერების პოპულარიზაციის ბონდი „ნოვა“-ს პრეზიდენტი რამაზ ბლუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ნასაში, სადაც 45 წლის წინ „ჩაკრულოს“ კოსმოსში გაშვება გადაწყდა, მისი საჯარო ლექცია გაიმართა, რომლის შემდეგაც „ჩაკრულო“ ცოცხლად შეასრულეს.

„დიდი ქართული ზეიმი ნასაში!

დღეს, ნასაში, იქ სადაც 45 წლის წინ გადაწყდა ჩაკრულოს კოსმოსში გაშვება, გაიმართა ჩემი საჯარო ლექცია. ლექცია ორგანიზებული იყო, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ნასას მიერ და იდეის ავტორი გახლავთ ნასას მთავარი ინჟინერი რობ მენინგი. ლექციის შემდეგ, ცოცხლად შევასრულეთ ჩაკრულო! ეს იყო მართლაც უდიდესი პატივი და დაუვიწყარი დღე!“, – წერს რამაზ ბლუაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g