მეხანძრე-მაშველის, ნიკა ედიშერაშვილის შესახებ ინტერნეტში სიახლე ვრცელდება.
როგორც მისი კოლეგა ბექა მეშველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ნიკას ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.
“ჯანზე და ძლიერი რომ იყავი კი ვიცოდი, მაგრამ ასეთი ძლიერი ვერ წარმომედგინა. ცოტა იუმორი დაგვიბრუნა ამ ბიჭის ოპერაციის კარგად ჩავლამ. მალე გნახავ ისევ ღიმილიანს და მალე ვნახავ შენს სახურავზე შემოხტომას.
გელოდები, გელოდებით, მაბედნიერებს ყველაფრის ასე კარგად ჩავლა. კიდევ უფრო ძლიერი უნდა დადგე ფეხზე”, – წერს ბექა მეშველაშვილი ფეისბუქში.
ცნობისთვის, ნიკა ედიშერაშვილი 33 წლის მეხანძრე-მაშველია, რომელიც 10 წლის განმავლობაში ადამიანების გადასარჩნად იბრძოდა. ის რამდენიმე დღის წინ ავტოკატასტროფაში მოჰყვა. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.