ოსკაროსანი ბრი ლარსონი შესაძლოა კაპიტან მარველის როლში მოგვევლინოს. ინფორმაციას Variety ავრცელებს. წყაროს ცნობით, ბრი ამ როლის ყველაზე რეალური კანდიდატია და ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
კაპიტანი მარველი – Marvel-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალი-სუპერგმირია. მისი ნამდვილი სახელია კეროლ დენვერსი.
ფილმისთვის სცენარს მეგ ლეფოვი („თავსატეხი“) და ნიკოლ პელმანი („გალაქტიკის მცველები“) დაწერენ. ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ იქნება რეჟისორი.