LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Don’t Be So Shy – ახალი საცეკვაო ჰიტი IMANY-სგან!

64

 

37 წლის ფრანგი მუსიკოსი Nadia Mladjao, იგივე  IMANY , ფართო მსმენელისთვის არც ისე ცნობილი იყო 2011 წლამდე.  უდაოდ ნიჭიერი პოპ-სოულ-არენბი მომღერალი როგორც საფრანგეთის, ასევე ევროპის სხვ აქვეყნების კლუბებში გამოდიოდა და თაყვანისმცემლების ვიწრო წრე ჰყავდა. მას შემდეგ, რაც მან ჩაწერა სინგლი “You Will Never Know” და ამ სიმღერაზე რემიქსი ბერძენმა  DJ-იმ  Best Seller –მა გააკეთა, მომღერალი მთელმა მსოფლიომ გაიცნო. სინგლმა თითქმის ყველა წამყვანი საცეკვაო ჩარტი დაიპყრო, ჩვენს ეთერშიც ხშირად ტრიალებდა და საერთოდ, ძალიან პოპულარული იყო საქართველოში.

დღეს მომღერლის ახალი ნამუშევარი, სახელწოდებით „Don’t Be So Shy“ მინდა წარმოგიდგინოთ, უფროსწორად ამ სიმღერის რემიქსი. თავად თრექი 2015 წელს გამოვიდა.სიმღერა სოულის და არენბის კლასიკური სტილშია შესრულებული (შეგიძლიათ მოუსმინოთ, იგივე YouTube ზე ), თუმცა, ამ შემთხვევაშიც სიმღერაზე გაკეთებული რემიქსი უფრო აიტაცა მსმენელმა და სწორედ ეს ვერსია გახდა ორიგინალზე პოპულარული  (სიმართლე გითხრათ, არც მიკვირს, რადგან სწორედ საცეკვაო, კლუბური მიმდინარეობა დომინირებს დღესდღეობით მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროში).

სიმღერის გაჰიტებაში კი „დამნაშავენი“ რუსი DJ-ეები, დიმიტრი ფილატოვი და ალექს ასოკინი  გახლავთ, რომლებმაც სულ ახლახანს გაარემიქსეს ეს სნგლი.ისინი კლუბურ სამყაროში, როგორც ელექტრო-დუეტი Filatov & Karas არიან ცნობილები და DeepHouse-ის მიმართულებით მუშაობენ. სწორედ ელექტრონული მუსიკის ეს მიმდინარეობაა დღეს ყველაზე კომერციული და ტენდენციური  მსოფლიოში, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ  „Don’t Be So Shy“-ს  სწორედ ეს ვერსია გახდა ძალიან პოპულარული.

მოისმინეთ, დატკბით და მომწერეთ თქვენი აზრი სინგლთან დაკავშირებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები