LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ ბიბერს პლაგიატში ადანაშაულებენ

74

ამერიკელი მომღერალი კეისი დენიელი, რომელსაც ფართო ამსები არ იცნობენ, ჯასტინ ბიბერს პლაგიატში ადანაშაულებს. გოგონა ამტკიცებს, რომ კანადელმა მომღრალმა მას სიმღერა „Ring The Bell“ მოპარა, რომელიც მოგვიანებით სახელწოდებით „Sorry“ გამოვიდა.

თავის სარჩელში ის ამტკიცებს, რომ მსგავსება იმდენად დიდია, რომ შემთხვევითობა გამორიცხულია. მუსიკოსი ჯასტინისგან, ხმისჩამწერი სტუდიისგან და მათგან, ვინც სიმღერის შექმნაში მონაწილეობა მიიღო მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ სიმღერა „Ring The Bell“ 2014 წელს გამოვიდა, ხოლო ბიბერის „Sorry“ – 2015-ში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები