LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ამ პერიოდს სწორად გამოვიყენებთ, ეფექტური განვითარების შესაძლებლობა გვექნება“ – ანზორ ოდიშარია

7
ანზორ-ოდიშარია

14 სექტემბერს თაკო მელიქიშვილის და ანზორ ოდიშარიას გადაცემის „გზაჯვარედინი“ მთავარი თემა კარმული კავშირები იყო. მსმენელმა მიიღო რეკომენდაციები თუ როგორ გამოიყენოს სექტემბრის პერიოდი წარსულის გამოსასწორებლად და როგორ აფორმიროს თავისი აწმყო.

ანზორ ოდიშარია: დღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თემა გვექნება, რომელიც კარმულ კავშირებს და ზოგადად კარმის ფორმირებას შეეხება. ადამიანის ცხოვრებაში ყველა მოქმედებას მოჰყვება განვითარება, რაც შედეგად აღიქმება. ჩვენი წარსული აფორმირებს ჩვენს აწმყოს, ჩვენი აწმყო კი ქმნის ჩვენს მომავალს. ძალიან მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ყოველი მოქმედება, ფიქრი, კონკრეტულ ადამიანებთან კავშირი, ჯანმრთელობის თუ ზოგადი პრობლემები და ა.შ. აფორმირებენ შემდეგ განვითარებას ჩვენს ცხოვრებაში. თუ ადამიანს აქვს კონკრეტული მიზნები, სურვილები ის მოქმედებს ისე, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიოს. თუ ეს მოქმედებები არის სწორი, დასახული მიზანი მიიღწევა, სწორედ ეს არის კარმის კანონი. თუ ხარ აგრესიული, იმყოფები ნეგატიურ გარემოში, აზიანებ სხვა ადამიანების თავისუფალ ნებას, მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, იღებ ვალდებულებებს და არ ასრულებ, წყალში ყრი შენს დროს და ენერგიას და არ იყენებ სწორად, არ ხარ ეფექტური და არ ვითარდები, ამ ყველაფრის შედეგიც ანალოგიური იქნება. ჩვენმა ჩადენილმა ქმედებებმა შეიძლება 2 წლის შემდეგ გამოიყოს შედეგი. აუცილებელია გავაანალიზოთ ის, რომ ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება და რომ ამაზე პასუხისმგებლობას სხვა ვერ აიღებს. შესაბამისად, ის ცნობილი ფაქტი, რომ ჩვენი მშობლები, ჩვენი ოჯახის წევრები, ჩვენი წინაპრები გარკვეულ მოცემულობას გვთავაზობენ შემდეგი განვითარებისთვის ეს განაჩენი არ არის, ეს არის მხოლოდ მონაცემი და თუ ადამიანი იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და იწყებს ამ სტრუქტურების ცვლას, ის აუცილებლად იღებს შედეგს. შენი მოქმედებები შედეგს დებს. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი წარსული გამოცდილებად აღვიქვათ და ამისთვის სექტემბრის თვე იდეალურია, რადგან ამ პერიოდის მანძილზე გარკვეული პლანეტები უკუქმედებაში არიან, რაც ნიშნავს იმას, რომ თავს გვახსენებენ ადამიანები ჩვენი წარსულიდან, ასევე საქმეები, რომლებიც ვერ დავასრულეთ, ვერ მივიყვანეთ ბოლომდე, მოვალეობები, რომლებიც გვქონდა და ვერ შევასრულეთ და ა.შ. ახლა სამყარო კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენს ვალდებულებებს და საქმეებს, რომლებიც აუცილებლად უნდა დაგვესრულებინა და ამ პერიოდის მანძილზე კიდევ ერთხელ გვეძლევა საშუალება, რომ მივხედოთ ჩვენს წარსულს.

რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პერიოდი?

კიდევ ერთი თვე გვაქვს იმისთვის, რომ ყველაფერი მოვაგვაროთ, ამიტომ არ გაგიკვირდეთ, ამ პერიოდის მანძილზე თუ სურვილი გაგიჩნდებათ და წარსულში არსებულ საქმეს განაახლებთ, მიიყვანთ კონკრეტულ ურთიერთობას დასასრულის სწორ ფორმამდე და ა.შ. ამ პერიოდში შეიძლება თავი შეგახსენოთ მიტოვებულმა მავნე ჩვევებმა, ყოფილმა ტოქსიკურმა ურთიერთობამ და ა.შ. ახლა გააზრების პერიოდია, გვაქვს შესაძლებლობა ჩვენი წარსული გამოვასწოროთ. თუ ამ პერიოდს სწორად გამოვიყენებთ, ეფექტური განვითარების შესაძლებლობა გვექნება და ჩვენი მომავალი შეიცვლება. ადამიანის ცხოვრებაში არსებობს კონკრეტული ასაკობრივი წერტილები, როცა რაღაცების გადაფასება ხდება. ასეთ დროს კი კარმული ენერგია აქტიურდება და სამყარო გვეკითხება, ამ წლის მანძილზე რა გავაკეთეთ ეფექტური და რა დავიმსახურეთ, რა გავაკეთეთ სწორად და რა შეცდომები დავუშვით. ამ პერიოდის მანძილზე ადამიანებს ხშირად თავზე ენგრევათ ყველაფერი, რადგან იღებენ ღალატს მეგობრებისგან, შეყვარებულისგან, რჩებიან მარტო საკუთარ თავთან. ვერ ხვდებიან, რა დააშავეს ისეთი, რომ ეს დაიმსახურეს. ეს ყველაფერი კი უბრალოდ არასწორი მოლოდინების ბრალია. უნდა შევწყვიტოთ მოლოდინები, ეზოთერიკის მთავარი კანონი ყველაფრის საკუთარ თავზე აღება და ცხოვრების სწორი ტექნიკით მართვაა.

რა პერიოდის განმავლობაში შეიძლება მივიღოთ ჩვენი მოქმედებების შედეგი?

ეს ყველა ადამიანის ცხოვრებაში ინდივიდუალურია, თუმცა 13 დღე ჩვენს დაბადების დღემდე და 13 დღე ჩვენი დაბადების დღის შემდეგ ერთგვარი გადაფასების, თავიდან დაწყების პერიოდია. თუ ამ პერიოდის მანძილზე ირყევა თქვენი ჯანმრთელობა, ხდებით ცუდად, ფერხდება თქვენი სოციალურ კავშირები, მძაფრდება ნეგატივი პარტნიორულ ურთიერთობაში, ეს ნიშნავს, რომ თქვენ კიდევ ერთხელ უნდა შეაფასოთ ეს ყველაფერი და სწრაფად იმოქმედოთ. თუ გაიაზრებთ, რა ხდება და რა გემართებათ, მიხვდებით თქვენს შეცდომებს. შეცდომების დაშვება პრობლემას არ წარმოადგენს, მთავარია, შეცდომის აღიარება და გამოსწორება შეგვეძლოს. ადამიანი შეცდომის გამო არ ისჯება, ისჯება იმის გამო, რომ მას არ ასწორებს. კარმა ეს არ არის ცუდი, მოგებაზე წახვალ თუ წაგებაზე, შენს ღირებულებებზე და ფასეულობებზეა დამოკიდებული და იმაზე, თუ რამდენად ასრულებ მათ.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

“გზაჯვარედინი”. ოცდამესამე გადაცემა – ანზორ ოდიშარიასა და თაკო მელიქიშვილთან ერთად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები