LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ვერ ვხედავთ, მისი გავლენები აშკარაა და გაზრდილია: ლინას ლინკევიჩუსი

58
ლინას ლინკევიჩუსი

„ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ვერ ვხედავთ, მისი გავლენები აშკარაა და გაზრდილია“, – ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა „ფორმულას“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

„მქონდა შესაძლებლობა ბიძინა ივანიშვილს რამდენჯერმე შევხვედროდი. ის რაციონალური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. არ ვიცი როგორ ოპერირებს ის პოლიტიკაში, რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, მაგრამ მინდა მჯეროდეს რომ მას საქართველოსთვის კარგი უნდა. მე ასე ვფიქრობ და ჩემი აზრით მან უნდა გააცნობიეროს რომ აქ მარტო მის პირად საქმეზე არ არის საუბარი. ეს საქართველოს ეხება. როდესაც მან საჯაროდ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის ეს რეალურადაც უნდა გაკეთდეს. ახლა როდესაც გარშემო ვიყურებით, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. მისი გავლენები აშკარაა და გაზრდილია. ამის დამამტკიცებელ საბუთებს ვერ მოგაწვდით, მაგრამ ვგრძნობ რომ ეს კვლავ არსებობს და ეს არ უნდა ხდებოდეს. და ასე არ უნდა გაგრძელდეს“, – აცხადებს ლინკევიჩუსი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები