ცნობილი ბრიტანული ჯგუფის Pet Shop Boys წევრები რუსი მომღერლის, ალა პუგაჩოვას მხარდასაჭერად გამოდიან. ცოტა ხნის წინ პუგაჩოვამ მაქსიმ გალკინის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა, რასაც მოჰყვა კიდევ Pet Shop Boys-ის კომენტარიც.
„ჩვენ აღფრთოვანებული ვართ მისი სიმამაცითა და გამბედაობით“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ჯგუფის ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ალა პუგაჩოვამ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს წერილით მიმართა და მეუღლის კვალდაკვალ, მისი უცხო ქვეყნის აგენტების სიაში შეყვანა სთხოვა.