LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძის დედამ „TV პირველის“ წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო – ტელევიზიის ადვოკატი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

237
თამარ ზაალიშვილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დედამ თამარ ზაალიშვილმა „TV პირველის“ წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო.

ინფორმაცია ამის შესახებ „ფორტუნას“ ტელევიზიის ადვოკატი ქეთი ზანდუკელმა დაუდასტურა და გვითხრა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრებს.

„მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა სარჩელი და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით „TV პირველს“ 5 555 ლარის გადახდა დააკისრა, ნოდარ მელაძესა და ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს 5-5 ლარის. მათ ასევე დაევალათ სიუჟეტში გასული ცნობების უარყოფა. გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ.“ – განუცხადა „ფორტუნას“ ქეთი ზანდუკელმა.

ცნობისთვის, თამარ ზაალიშვილი ტელეკომპანიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდა. მისი შეფასებით, ცრუ ინფორმაციის გავრცელება შვილის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენებას ისახავდა მიზნად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g