LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა სამი კომიტეტის ახალი თავმჯდომარეები აირჩია – ვინ შეცვლის სუბარს, ხუნდაძეს და ყაველაშვილს

44
პარლამენტი

პარლამენტმა სამი კომიტეტის ახალ თავმჯდომარეები აირჩია.

საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობის გადაწყვეტილებით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს კახი კახიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტს ირაკლი მეძმარიაშვილი, ჯანდაცვის კომიტეტს კი ზაზა ლომინაძე უხელმძღვანელებენ.

კომიტეტის თავმჯდომარეები უმრავლესობის მხარდაჭერით აირჩიეს.

შეგახსენებთ, აღნიშნული კომიტეტების ხელმძღვანელების თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც „ქართული ოცნების“ ოთხმა დეპუტატმა, რომლებიც ამ კომიტეტებს ხელმძღვანელობდნენ – სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა დიმიტრი ხუნდაძემ და გურამ მაჭარაშვილმა უმრავლესობა და, შესაბამისად, საპარლამენტო პოსტებიც დატოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g