LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უდარდელი ღიმილი თუ მოჩვენებითი გულგრილობა? – ადამ ლივაინი და მისი ორსული ცოლი სკანდალური ბრალდებების შემდეგ პირველად გამოჩნდნენ

469
Untitled.pngsfsf

გუშინ, ადამ ლივაიანის შესახებ სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა. მედიის ცნობით, Maroon 5-ის ფრონტმენმა ორსულ მეუღლეს უღალატა და მას შვილისთვის ახალი გულის წორის სახელის დაერქმევა სურს. აღნიშნულ ინფორმაციას ჯაჭვური რეაქცია მოჰყვა. ადამს, ცოლიანი კაცისთვის შეუფერებელ ქცევაში უკვე ოთხი ქალბატონი ამხელს. სულ ცოტა ხნის წინ მისმა იოგას ყოფილმა მასწავლებელმა განაცხადა, რომ არტისტი მას ეფლირტავებოდა და უხამს შეტყობინებებს უგზავნიდა.

Maroon 5-ის ფრონტმენმა ადამ ლივაინმა ორსულ მეუღლეს უღალატა, მას შვილისთვის ახალი გულისწორის სახელის დაერქმევა სურს

მაგრამ როგორც ჩანს, წყვილს, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია ერთადაა, გაჟღერებული ინფორმაცია სრულებითაც არ ადარდებს. ადამი და ბეტი სკანდალური ბრალდებების შემდეგ პირველად გამოჩნდნენ. პაპარაცებმა ისინი მონტესიტოში, საკუთარი სახლის ეზოში გადაიღეს. წყვილი პაპარაცებს უღიმოდა და უდარდელად გამოიყურებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები