LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში 1,8 კილომეტრიანი პიცა გამოაცხეს (ფოტო)

68

იტალიის ქალაქ ნეაპოლში 1,8 კილომეტრიანი პიცა გამოაცხეს. აქამდე რეკორდი 2015 წელს მილანში დამყარდა, როდესაც მისი მოცულობა 1,6 კილომეტრი იყო.

ყველაზე დიდი პიცისთვის 2 000 კილოგრამი ფქვილი, 1 600კგ. პომიდორი, 2 000 კგ. მოცარელა, 200 ლიტრი ზეთი და 30 კგ. ბაზილიკა დაიხარჯა. მომზადებაში 250 ექსპერტი მონაწილეობდა.

პიცა 6 საათისა და 11 წუთის განმავლობაში ცხვებოდა, რომლის შემდეგაც ის დაჭრეს და სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცეს.

1463648343_Pizza chef at it.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები