ჟურნალმა „ფორბსმა“ტრადიციული გამოკითხვა ჩაატარა და მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგი გამოაქვეყნა.
2010 წლიდან დღემდე პირველ ადგილს არავის უთმობს Apple. მეორე პოზიციაზე იმყოფება Google, საუკეთესო ხუთეულში კი Microsoft, Coca-Cola და Facebook იმყოფებიან.
გასულ წელთან შედარებით, ყველაზე მეტად IBM-ის მაჩვენებელი დაეცა – 17%. გამოცემის თანახმად, ხალხს უჭირს იმისი განმარტება, რას წარმოადგენს დღესდღეობით IBM.
ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების სრული რეიტინგის ნახვა „ფორბსის“ საიტზე არის შესაძლებელი.