LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტები შეიარაღებულ ჯგუფებს ქმნიან, რომ სახლებში იარონ და მოსახლეობა აიძულონ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. „რეფერენდუმში“: სერგეი გაიდაი

65
სერგეი გაიდაი

უკრაინაში ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, რუსეთთან შეერთების საკითხზე, ე.წ. „რეფერენდუმი“ დაიწყო. ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი „ტელეგრამზე“ წერს, რომ რუსული ძალები მოქალაქეებს ე.წ. „რეფერენდუმში“ ხმის მიცემას აიძულებენ.

მისივე თქმით, ზოგიერთი კომპანია თანამშრომლებს ემუქრება, რომ „კენჭისყრაში“ მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში სამსახურიდან დაითხოვენ.

„გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტები ქმნიან შეიარაღებულ ჯგუფებს იმისთვის, რომ სახლებში იარონ და მოსახლეობა აიძულონ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. „რეფერენდუმში.

ე.წ. „ხელისუფლებამ“ აუკრძალა ადგილობრივ მოსახლეობას ქალაქის დატოვება 23-დან 27 სექტემბრამდე პერიოდში“, – განაცხადა გაიდაიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g