LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის არმიამ ოდესას ირანული კამიკაძე-დრონებით დაარტყა

94
D0D72FC7-755E-4721-9EE4-050575DE6FC2

BBC-ის ცნობით, რუსულმა არმიამ ოდესას კამიკაძე თვითმფრინავების გამოყენებით შეუტია, რომლებიც ქალაქში ზღვიდან გაუშვეს. 

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა უკრაინის არმიის „სამხრეთის“ ოპერატიულ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, ორმა უპილოტო თვითმფრინავმა ასაფეთქებელი ნივთიერებებით გაანადგურა ადმინისტრაციული შენობა პორტის ტერიტორიაზე.

სამაშველო სამსახურებმა ხანძრის ქრობის ოპერაცია დაიწყეს.

უკრაინის არმიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ირანული შაჰედ-136 თვითმფრინავის ნამსხვრევები კუპიანსკთან ახლოს იპოვეს.

გარდა ამისა, ერთი შაჰედ-136 თვითმფრინავი ჩამოაგდეს ზღვის თავზე საჰაერო თავდაცვის ძალებმა, ნათქვამია მოხსენებაში.

კიევის ცნობით, რუსეთმა ირანიდან მიიღო შაჰედ-136 კამიკაძე საბრძოლო თვითმფრინავები, რომლებსაც გერან-2 დაარქვეს.

ცნობისთვის, რუსეთმა ირანული საბრძოლო დრონები გასულ თვეში შეიძინა.

როგორც CNN წერს, ირანული უპილოტო საფრენი აპარატების დანერგვამ, რომლებიც ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს დაზვერვისთვის, შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ბრძოლის ველზე, რადგან რუსეთი ცდილობს შეაფერხოს მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების (HIMARS) გავლენა, რომელიც აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას მიაწოდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g