დრეიკის დისკი „Views“ 852 ათასი გაყიდული ასლის ოდენობით პრესტიჟული ალბომების ჩარტს ლიდერობს.
მიუხედავად იმისა, რომ 6 მაისამდე დისკი ხელმისაწვდომი მხოლოდ Apple Music-სა და iTunes-ზე იყო, მან შეძლო რამდენიმე რეკორდის დამყარება: „Views“ გახდა საუკეთესო სტრიმინგზე გაყიდვების მაჩვენებლით, ასევე დისკს მარტო აშშ-ში 245 მილიონ 100 ათასჯერ მოუსმინეს, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე ჯასტინ ბიბერის „Purpose“-ის რეკორდი.
მეორე ადგილზე განთავსდა ბიონსეს „Lemonade“, რომელიც ერთი კვირის წინ პირველ პოზიციაზე იმყოფებოდა, საუკეთესო სამეულში კი პრინცის „Purple Rain“ მოხვდა.
ტოპ-10-ეული ასე გამოიყურება:
1. დრეიკი — “Views”
2. ბიონსე — “Lemonade”
3. პრინცი & The Revolution — “Purple Rain”
4. პრინცი — “The Very Best Of Prince”
5. რიანა — “Anti”
6. Rob Zombie — “Electric Warlock Acid…”
7. Various Artists — “Now 58”
8. Chris Stapleton — “Traveller”
9. ჯასტინ ბიბერი — “Purpose” 10. ადელი — “25”