LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

565
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 20 საათიდან, 23 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი. დღე ასევე გეომაგნიტურია, ასე რომ აკონტროლეთ წნევა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა შემოქმედებითი მუშაობისთვის, ხელსაქმისათვის, კულინარიული და ფოტოგრაფიული საქმიანობისთვის. ასევე დღე პოზიტიურია კულტურულ-გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, კოსმეტიკური პროცედურებისთვის, კბილების მკურნალობისათვის, ქორწინებისთვის. პარტნიორულ ურთიერთობებში მოიმატებს კამათის ტენდენციები. მოერიდეთ დღეს ზედმეტი სითხის მიღებას.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ყელის ზონა, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები და კანის ზომა.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, ცისფერი, კრემისფერი, მწვანე და ნაცრისფერი. ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ციტრინი და და ტოპაზი. ეს მინერალები გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულებისთვის. დღეს ნაკლებად გაუმართლებთ კუროებსა და მორიელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g