LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელზა – დისნეის პირველი ლგბტ-პრინცესა

1636

ბოლო პერიოდში, უცხოურ კინოებსა და სერიალებში ახალი ტენდენცია შეინიშნება – მთავარი გმირები სხვადასხვა ეროვნებისა და სექსუალური ორიენტაციების ხდებიან.

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გამოჩნდა ახალი ფლეშმობი: ინტერნეტმომხმარებლები მოითხოვენ, რომ „გაყინულის“ მთავარი გმირი, ელზა, დისნეის პირველი ლგბტ-პრინცესა გახდეს. ქსელში უკვე არსებობს ჰეშტეგი #GiveElsaAGirlfriend, ანუ „მიეცით ელზას გოგონა“. მაყურებლები მიიჩნევენ, რომ ბოლო წლების ყველაზე შემოსავლიანმა მულტფილმმა თავის თავზე უნდა აიღოს ანიმაციაში არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პოპულარიზაცია.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ცნობილი გახდა, რომ „გაყინული“ მეორე ნაწილს გამოუშვებს. ამას გარდა, სტუდია „დისნეი“ 101 დალმატინელის“, „მალეფისენტის“, „ჯუნგლების წიგნისა“ და „მერი პოპინსის“ გაგრძელების გადაღებასაც გეგმავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები