ჟურნალმა People ტრადიციული რეიტინგი გამოაქვეყნა და პლანეტის ყველაზე ლამაზი გამოავლინა. უკვე მეორედ, რეიტინგს ჯენიფერ ენისტონი ლიდერობს.
პირველად People-ის მკითხველთა რჩეული ის 2004 წელს გახდა, 12 წლის შემდეგ კი, 47 წლის ვარსკვლავმა წარმატება გაიმეორა. პლანეტის ულამაზესი ქალების სრული სია ამ დღეებში გამოქვეყნდება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მასში კერი ანდერვუდი, კრისტინა მილანი, რიზ უიზერსპუნი, სოფია ვერგარა, სელენა გომესი და სხვები მოხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, აღნიშნულ რეიტინგს სანდრა ბალოკი ლიდერობდა, 2014 წელს კი, მის სათავეში ლუპიტა ნიონგო იმყოფებოდა.