“მიშიზმი ვენერული დაავადებაა. როგორ შეიძლება მაგ საცოდავებმა რამეში გაიმარჯვონ?!” – ამის შესახებ „ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მიშიზმი – ვენერული დაავადება.
„ევროპული საქართველოს“ აქციის ვიდეოზე შემოლაგებულან, ხალხს წყევლიან და მარტო „ნაცმოძრაობა“ დაიბრუნებს ტერიტორიებსო. ასეთი უმსგავსობის სულისჩამდგმელ საზიზღარს საქმე კარგად არასოდეს წაუვა და ეს მხოლოდ მისი ბრალი იქნება.
P.S. აი ამ მანქურთებს ეთვალთმაქცება პატარა ოპოზიციური პარტიების ზოგიერთი ლიდერი. ამ მოპარპაშე საძაგლობას თავს უქონავს, რომ ეგებ, ამ მანქურთებმა ხმა მისცენ – როგორ შეიძლება მაგ საცოდავებმა რამეში გაიმარჯვონ?!“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.