მერაია ქერი აქტიურად ემზადება თავის რჩეულთან, ავსტრალიელ მილიარდერთან, ჯეიმს პეკერთან ქორწილისთვის. ცერემონია კარიბის კუნძულებზე, ახლობლების გარემოცვაში ჩაივლის, თუმცა ისინი, ვინც ვერ მოხვდებიან მასზე, ქერიმ გადაწყვიტა არ აწყენინოს და ცერემონია პირდაპირ ეთერში გადასცეს.
უკვე ცნობილია, რომ საკუთარ ქორწილში მომღერალი უჩვეულო კაბას ჩაიცვამს. კერძოდ კი, ის მთლიანად პეპლებით იქნება გაწყობილი, რომლებიც 14 კარატიანი ოქროსგან იქნება შექმნილი.
ამჟამად 46 წლის ვარსკვლავი მკაცრ დიეტას იცავ, რათა საკურთხელევთან იდეალურად გამოიყურებოდეს.