LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხენისწაბლა – დეკორატიული მცენარე მედიცინაში

63
წაბლი

ცხენისწაბლა, როგორც დეკორატიული მცენარე, ფართოდ არის გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ და სუბტროპიკულ ზონებში, იმ რეგიონებში, რომლებიც თბილი და ნოტიო კლიმატით გამოირჩევა. მცენარის ყველა ნაწილი მდიდარია სამკურნალო ნივთიერებებით, ამიტომ მას, ფართოდ იყენებენ მედიცინაში.

ფარმაკოლოგიური აქტივობის შესწავლით გაირკვა, რომ ყველაზე ეფექტურია ნაყოფის სპირტიანი ექსტრაქტი. ცხენისწაბლა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას – ესცინს შეიცავს. ამ უკანასკნელს ვენოტროპული მოქმედება აქვს. ესცინი კანქვეშ შეყვანისას შეშუპებებისა და ანთების საწინააღმდეგო მკვეთრად გამოხატულ ეფექტს ამჟღავნებს.

ცხენისწაბლა დიდი პოპულარობით სარგებლობს უამრავი ქვეყნის ხალხურ მედიცინაში. სამკურნალოდ იყენებენ როგორც თესლსა და ყვავილს, ასევე ქერქსა და მწიფე ნაყოფის კანსაც. ქერქის ნაყენებსა და ნახარშებს აქვს შემომგარსველი, ანთების საწინააღმდეგო, სისხლის შემაჩერებელი, ტკივილგამაყუჩებელი და კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედება. ძლიერი ენერგეტიკული ნაკადი, რომელიც ამ მცენარისგან მოედინება უქეიფობისგან კურნავს ადამიანს.

ნაყოფს განსაკუთრებით ინტენსიურად იყენებენ მკერდის დაავადებათა სამკურნალოდ. პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია ცხენისწაბლას გამუდმებით ჯიბით ტარება (ამ მიზნით გამოსადეგია წინა წლის ნაყოფიც, მთავარია მისი ქერქი არ იყოს გამომშრალი და გამოფიტული). ხალხურ მედიცინაში მასტოპათიებს, მასტიტებსა და რძის შეგუბებას, მკერდზე ცხენისწაბლას ნაყოფის ხშირ-ხშირი ენერგიული, მაგრად, ნაზი შეზელით მკურნალობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები