LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადელს არ სურს, რომ რებელ უილსონმა ფილმში მისი როლი შეასრულოს

187

რამდენიმე დღის წინ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ადელის შესახებ გადაღებულ ბაიოპიკში მთავარ როლზე კომიკოსი რებელ უილსონი მოიაზრება.

როდესაც ამის შესახებ თავად ადელმა გაიგო, კომენტარი პირდაპირ კონცერტიდან გააკეთა: „გავიგე, რომ რებელ უილსონმა ჩემი გმირი უნდა განასახიეროს. არ ვიცი სიმართლეა ეს ყველაფერი თუ არა, მაგრამ თავდაპირველად მათ ჩემი თანხმობა უნდა მიიღონ: ის, რომ ორივე plus-size ვართ, არაფერს ნიშნავს“.

ჯერ-ჯერობით უცნობია, ჰყავს თუ არა ადელს ფავორიტი მსახიობი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები