კომპანია „სონი“ „ტარზანის“ ახალ ეკრანიზაციას გადაიღებს. კომპანიამ საავტორო უფლებები ,,ტარზანის” წიგნებს ავტორის, ედგარ რაის ბეროუზის მემკვიდრეებთან გარიგების შედეგად მიიღო. აღსანიშნავია რომ ახალ ფილმში პერსონაჟს სრულიად ახალი კუთხით დავინახავთ. ჯერჯერობით ამ ეტაპზე სცენარისტის, რეჟისორისა და ახალი ტარზანის ვინაობა უცნობია.
შეგახსენებთ, „ტარზანის“ პირველი ეკრანიზაცია 1918 წელს გამოვიდა, შემდეგ იყო „დისნეის“ ანიმაციური ფილმი, რომელიც 1999 წელს გამოვიდა. „ტარზანი: ლეგენდა“ კი 2016 წელს ვნახეთ, სადაც მთავარ როლში ალექსანდრ სკარსგარდი მოგვევლინა.