LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარდაშიანები სოციალურ ქსელში რეკლამისთვის 400 000 დოლარს იღებენ

260

სიახლეს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კარდაშიან-ჯენერის ოჯახმა იცის, როგორ იშოვოს ფული. გარდა ცნობლი რეალითი-შოუსი – „კარდაშიანები“, კრის ჯენერმა და მისმა შვილებმა გამდიდრების რამდენიმე გზას მიაკვლიეს. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია რეკლამა სოციალურ ქსელში.

„ფეისბუქზე“ გაკეთებული რეკლამა გაცილებით შემოსავლიანი რომ არის, ვიდრე სატელევიზო, ყველამ იცის. ცნობილი ხდება, რომ საკუთარ „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული რეკლამის ფასი საშუალოდ 400 ათასი დოლარია – სწორედ ასეთი ფასი დააწესა კრის ჯენერმა, რომელიც ქალიშვილების სოციალურ ქსელებს სრულად აკონტროლებს.

https://www.instagram.com/p/BDgSJtaHGqR/?taken-by=kyliejenner

https://www.instagram.com/p/BDOP7SVE1hm/?taken-by=kourtneykardash

https://www.instagram.com/p/BCyCNFqBRuh/?taken-by=khloekardashian

გამონაკლისია კიმ კარდაშიანი, რომელიც ბიზნესს დედისგან დამოუკიდებლად აკონტროლებს. რეკლამისთვის ის თავის დებთან შედარებით ორჯერ ნაკლებს – 200 ათასს ითხოვს, სამაგიეროდ ამ რაოდენობას ის მარტო იღებს. თუმცა, კიმი ირწმუნება, რომ არ იღებს ფულს სოცალურ ქსელში გაზიარებულ პროდუქტში და მას მხოლოდ იმიტომ აქვეყნებს, რაც გასინჯვის შემდეგ კმაყოფილება ან უკმაყოფილება გამოხატოს.

690x448_1_b8bcd32debf918bf3c1229193e58e157@700x455_0xc0a83925_12650311111459340339

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები