LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია დეკანოიძე: შემაშფოთებელია, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად გვესმის იმის განმარტება, რომ ხელისუფლება თავს ესხმის აშშ-ის საელჩოს, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს

51
ხატია დეკანოიძე

შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ბონი ჯენკინსის განცხადებას, რომ „მათთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო პირადი თავდასხმები დეგნანზე და საელჩოზე“, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ეხმიანება. მისი განმარტებით, „შემაშფოთებელია, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად გვესმის იმის განმარტება, რომ ხელისუფლება თავს ესხმის აშშ-ის საელჩოს, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს“.

დეკანოიძის თქმით, ეს ხაზს უსვამს ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილს და კიდევ უფრო აძლიერებს რუსულ ინტერესებს.

ბონი ჯენკინსი: ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო პირადი თავდასხმები დეგნანზე და საელჩოზე

კობახიძე: აშშ-ის ელჩზე თავდასხმა მახსენდება მხოლოდ გვარამიას და მელიას შესრულებით

„რა თქმა უნდა, ეს უმნიშვნელოვანესი, შემაშფოთებელი გზავნილია, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად გვესმის იმის განმარტება, რომ ხელისუფლება თავს ესხმის აშშ- ის საელჩოს, აშშ- ის და ევროკავშირის ელჩებს. ასეთი შემთხვევა არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში, ეს არის უმძიმესი შემთხვევა, რაც ხაზს უსვამს ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილს, ოლიგარქიას, კლეპტოკრატიას და სამწუხაროდ, კიდევ უფრო აძლიერებს რუსულ ინტერესებს, ჰიბრიდული ომის წახნაგებს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი საქართველოში“, – განაცხადა დეკანოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g