Nixon Mission – ეს არის ახალი ჭკვიანი საათი, რომელიც Android Wear-ის ოპერაციულ სისტემაზე იმართება. სიახლეს ფოლადის კორპუსი აქვს და ნებისმიერ გარემო პირობას უძლებს, ასევე სრულიად უვნებელი გადარჩება 100 მეტრი სიღრმის წყალში მოხვედრის შედეგადაც.
Gorilla Glass-ის მინის წყალობით ის არც ნაკაწრებს უშინდება. საათი უახლოეს მომავალში გამოვა გაყიდვაში, თუმცა მისი ფასი უცნობია.
