„ქართული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა „პოლიტიკურად უინტერესო“ პიროვნებაა და ამიტომ მასთან დაკავშირებით შურისძიებაზე საუბარი უხერხულია.
წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას მანქანა სახლის წინ დაწვეს – მერის მოადგილე
გია ხარჩილავას მანქანის დაწვაზე მას ჟურნალისტებმა პარლამენტში დაუსვეს კითხვა.იონათამიშვილის თქმით, სპეკულაციაა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებები, რომ ხარჩილავის მანქანის დაწვა მის საქმიანობას უკავშირდება.
“თუ ვინმე არის პოლიტიკურად უინტერესო, რა საკვირველია, ეს არის ეს პიროვნება [გია ხარჩილავა]. ამიტომ ნებისმიერი სახის პოლიტიკურ ინტერესსა და შურისძიებაზე საუბარი ძალიან უხერხულია, საზოგადოებასაც შესაბამისი რეაქცია ექნება. რაც შეეხება თვითონ ფაქტს, რა თქმა უნდა, ამას დაადგენს შესაბამისი უწყება.
ამ თემაზე პოლიტიკური სპეკულირება, თან იმ პოლიტიკური პარტიისგან, რომელიც სპეკულირებით არის სახელგანთქმული, ცხადია არავის გვიკვირს, მაგრამ გააგრძელონ ასე. სპეკულირებით სადამდე მივიდნენ და სადამდე მიიყვანეს საკუთარი თავი და პარტია, ამას ჩვენი საზოგადოება და მათი ამომრჩეველი ძალიან კარგად ხედავს”, – თქვა პარლამენტის დეპუტატმა “ქართული ოცნებიდან”.