LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკვლევარებმა ბენკსის ვინაობა დაადგინეს

159

ლონდონის ერთ-ერთი უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ბენკსის ვინაობა გამოიძია. სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ცნობილი ფსევდონიმის უკან ვინმე რობინ ჰანინგემი იმალება, რომელიც ბრისტოლის ერთ-ერთ სახელმწიფო სასწავლებელში სწავლობს. იმ შემთხვევაში თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, თამამად შეიძლება თანამედროვე ხელოვნებაში რევოლუციაზე საუბარი.

690x458_1_ff259f221920adf08029a14361a56027@690x458_0xc0a83925_18306154941457083168

131021145900-banksy-new-york-1021-horizontal-large-gallery

კვლევა კრიმინალისტების ძიების პრინციპით წარიმართა, რომლებიც სერიულ დამნაშავეებს ეძებენ. შედეგად დადგინდა, რომ ლონდოდნსა და ბრისტოლში გამოსახულებები ძირითადად ერთსა და იმავე ადგილებში ჩნდებოდა: ბრისტოლში – პაბებთან, სათამაშო მოედნებსა და კონკრეტულ საცხოვრებელ კვარტალებში. ლონდონში კი ბენკსი უპირატესობას სამ რაიონს ანიჭებდა.

690x1035_1_0c9d97631348f993431a1eb492145254@690x1035_0xc0a83925_2890005131457083212

Banksy

აღსანიშნავია, რომ გამოძიების მსვლელობისას უნივერსიტეტს  რამდენჯერმე დაუკავშირდნენ მხატვრის ადვოკატები და საქმის შეჩერება მოითხოვეს – მათ არ უნდოდათ შედეგი, რაც რეზულტატის გამოქვეყნებას მოჰყვებოდა. მიუხედავად მსოფლიო აღიარებისა და ფაქტისა, რომ ბენკსის ნამუშევრები აუქციონებზე რეკორდულ ფასად იყიდება, გრაფიტი კვლავაც ვანდალიზმად მიიჩნევა და კანონით ისჯება.

3027674-poster-p-1-banksy-and-idris-elba-stand-with-victims-of-syrian-civil-war-in-this-animated-video
banksy

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები